Thursday, November 20, 2008

პროექტის სახელი: მეგობრობა გზად და ხიდად.
პროექტის მოკლე აღწერა: ამ პროექტით ბავშვები ისწავლიან ტოლერანტობას, ურთიერთ დახმარებას, ურთიერთ მოსმენას თანადგომას. ისინი მივლენ აზრამდე, რომ მეგობრობა და თანადგომა გადაარჩენს მსოფლიოს.
პროექტის სრული აღწერა: დღესდღეობით მსოფლიოში მოხდა ბევრი ღირებულების გადაფასება, სოციალური პრობლემებით დავიტვირთეთ, ჩვენთვის უცხო გახდა ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგატანა. ვერც კი მივხვდით,რომ ამის გამო უფრო გაგვიჭირდა. თითქოს ღალატი, დაბეზღება, გაუტანლობა მეტად დაფასდა. მეგობრობის გრძნობა ქართველი კაცის ბუნების ნაწილია, ძმადგაფიცვაა ამის ნათელი დასტური. ქართული ხალხური შემოქმედების ნიმუშებში თვით უჩვეულო ძალით დაჯილდოვებულ გმირებს გვერდს ერთგული მეგობრები უმშვენებენ. მაგალითად ზღაპარში “ცისკარა“ ცისკარა და ბადრი უებრო მეგობრები არიან. ქართველი მწერლები უხვად უმღერიან მეგობრობას თავის ნაწარმოებებში. შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ მეგობრობისა და სიყვარულის ჰიმნია.
ოდითგანვე ქართველი კაცის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი მსოფლიოში მისი მეგობრობის უნარია, ამის გამო საქართველოში მცხოვრები, თუ სტუმრად მყოფი ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს. ახლო წარსულში,როდესაც საქართველო ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე იდგა, მეგობარი ქვეყნების მტკიცე პოზიციამ იხსნა იგი.
მოსწავლეები მოისმენენ ერთმანეთის აზრს, აიღებენ ინტერვიუს მათთვის საინტერესო ადამიანებისგან, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისაგან. გაეცნობიან იმ ქვეყნებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში დახმარება გაუწიეს ჩვენს ქვეყანას. მოიძიებენ ისტორიულ ფაქტებს და იმსჯელებენ. გაეცნიბიან მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს სადაც საუბარია მეგობრობაზე. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 12/18წ. V-XIIკლასები
ვადები/ხანგრძლივობა:მიმდინარე წლის დეკემბრიდან მაისამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მოსწავლეები აიღებენ ინტერვიუებს, გამართავენ დისკუსიებს, შექმნიან ბლოგებს, ვებგვერდს, ელექტრონულ ჟურნალს, კედლის გაზეთს, დაწერენ ლექსებსა და ესეებს, პრეზენტაციებს.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ გვერდი, ელექტრონული ჟურნალი, გამოფენა, კედლის გაზეთი.
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას ისტორიასა და ლიტერატურაში, ისწავლიან ერთმანეთის აზრის მოსმენას, მსჯელობას. შეიძენენ მეგობრებს ინტერნეტის დახმარებით.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს ისტორიასა და ლიტერატურაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში, უცხო ენებში, გეოგრაფიაში.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ინტეგრირებული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარიამ გასიტაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:mariami.gasitashvili@gmail.com
პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea76a7f